„ქართული ოცნების“ ახალგაზრდები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მორიგ აქციას გამართავენ სახელწოდებით „მარიონეტული სასამართლო“.

აქცია ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება. ახალგაზრდები საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს გააპროტესტებენ, რომელსაც შესაბამისი უწყება ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის, ასევე ქართველი ხალხის წინააღმდეგ იღებს.

აქცია დღეს 12:00 საათზე დაიწყება.