გენეალოგიის ბრიტანელმა სპეციალისტმა ნიკ ბარატმა გამოარკვია, რომ ჯონი დეპი და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე შორეული ნათესავები არიან.
მკვლევარის თქმით, მსახიობი და მისი უდიდებულესობა ხუთას წელზე მეტი ხნის წინათ დანათესავდნენ, როდესაც მსახიობის შორეული წინაპარი მამაკაცი დაქორწინდა მშვენიერ ასულზე, რომელსაც სამეფო ოჯახთან ჰქონდა კავშირი.
თვითონ ჯონი დეპი და დედოფალი ელისაბედი ამ განცხადებაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.