საჩუქარი საყვარელი ადამიანისათვის

საჩუქარი საყვარელი ადამიანისათვის

მრავალ ჩვენთაგანს ოცნება უყვარს და თავს ხშირად ცნობილი პიროვნებების გვერდითაც წარმოიდგენს. ვარსკვლავები ამ ცხოვრებით განებივრებულები არიან და მათი გულის მოგებაც, ზუსტად შერჩეული საჩუქრით შეგვიძლია. მრავალი ჰოლივუდელი მხოლოდ, მისთვის დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩევა და გემოვნებაც უბრალო მოკვდავებისაგან განსხვავებული გააჩნია.

 

მაკოლეი კალკინმა, რომელმაც სახელი ფილმების სერიით “მარტო სახლში” გაითქვა, ერთხელ თავის უმცროს ძმას  პატარა კნუტი აჩუქა.

 

ცხოველების მოყვარული გახლავთ ამერიკელი კინომსახიობი ჯინა დევისიც. მან თავის დროზე ფილმში “ თავზეხელაღებულთა კუნძული” ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. ამ მხატვრულ ნაწარმოებში მას პარტნიორობას უწევდა ერთი პაწია და სიმპათიური მაიმუნი. ჯინასა და მაკაკას ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ და ამ ფილმის მთავარმა რეჟისორმა პრიმადონას დაბადების დღეზე ალბათ მიხვდით, რომ ეს საყვარელი არსება უსაჩუქრა.

 

გაგიგიათ რეპერ ლილ ბაუ ვაუს სახელი? მან თავისი თაყვანისმცემელი გოგონასაგან ერთხელ მიკი მაუსიანი მარგალიტის ძეწკვი მიიღო. მსახიობმა ბილი ზეინმა კი თავის დროზე მეგობარ მანდილოსანს, კელი ბრუქს, ასევე ბრილიანტიანი უძვირფასესი ყელსაბამი მიართვა.

 

მსახიობი მამაკაცების დიდი ნაწილი ავტომანქანებით არის გატაცებული. მათი გულების დაპყრობის პირდაპირი გზაც სწორედ რომ ოთხბორბლიანი გადაადგილების საშუალებებზე გადის.

 

ჯორჯ კლუნი დღემდე განსაკუთრებული სიამოვნებით იხსენებს 2009 წლის ზაფხულს, როდესაც საჩუქრად 1959 წელს გამოშვებული „კორვეტი“ მიიღო. ეს მანქანა მსახიობს მამამ აჩუქა და თავის დროზე მაშინ შეუძენია, როდესაც კლუნის დედა გაიცნო. ვიქტორია ბექჰემმა ძვირფას ფეხბურთელ მეუღლეს ერთხელ 300 ათასი ფუნტ სტერლინგად ღირებული „როლს როისი“ მიართვა. ვალში არც დევიდი დარჩენილა და ექს „სფაის გერლზს“ შოკოლადის მოსამზადებელი ავტომატი აჩუქა.

 

კინომსახიობი კაცების ერთი ნაწილი სულით ნორჩებად რჩებიან, ამიტომ თუ მათთვის საჩუქრის შერჩევა გსურთ, სუპერმარკეტების საბავშვო განყოფილებებს უნდა მიაშუროთ. მაგალითად, სათამაშო ჯარისკაცები ძალიან მოეწონება კალათბურთელსა და მსახიობს დენის როდმანს. პატარებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ავტომატებით კი სემუელ ლ. ჯექსონის გულს მოიგებთ. მას სახლში სათამაშო იარაღების მთელი არსენალი გააჩნია.

 

ნამდვილად რომ სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას სტოვებს ნიკოლას კეიჯი., მაგრამ დღემდე ერთ პატარა ონავარ ბიჭად დარჩენილა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა რომ მისი გატაცება ხის მანქანები და თოჯინებია., საკუთარ კოლექციაში კი საპატიო ადგილი იმ პინოქიოს უჭირავს, რომელიც შარშან მეუღლემ მიართვა. 

 

გაგიკვირდებათ, მაგრამ ჰოლივუდური ამქარის ზოგიერთი წარმომადგენელი მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდის და ახლობლებსაც შედარებით იაფფასიან საჩუქრებს უმზადებს. შერონ სტოუნი მეგობრებსა და ნათესავებს ლამაზად მოხატულ თეფშებს ჩუქნის. ტომ კრუზი, ჟარგონის ენაზე რომ აგიხსნათ დიდი “კრიჟანი” ვინმე ყოფილა და მხოლოდ მისალოცი ღია ბარათებით კმაყოფილდება.

 

ზოგიერთი ორიგინალი პიროვნება საყვარელ მსახიობებს ცოტა არ იყოს უცნაურ საჩუქრებს უმზადებს. ელტონ ჯონს დღემდე არ დავიწყებია იმ თვითმფრინავის კონსტრუქტორი, რომელსაც თავი და ბოლო ვერ გაუგო. შარშან „იოხუნჯა“ მსახიობმა კირსტენ დანსტმა, როდესაც შობის დღესასწაულზე, ერთ-ერთ დაქალს არც მეტი არც ნაკლები, ცოცხალი ლამა აჩუქა. 

 

ზოგჯერ მსახიობები საკუთარ თავს თვითონ ასაჩუქრებენ. როდესაც თავის დროზე ჯიმ კერი ამერიკის დასაპყრობად გაეშურა, თავს ათი მილიონი დოლარის ჩეკი გამოუწერა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ეს ჩეკი რეალობად ექცია. მართლაც, 1995 წლის პირველ იანვარს, მან საკუთარი პერსონა უკვე ამ რაოდენობის ნაღდი თანხით დააჯილდოვა. ორი წლის წინ სკარლეტ იოჰანსონმა თავის თავს სერიოზული საჩუქარი გაუკეთა და ლონდონის პრესტიჟულ უბანში ძვირადღირებული აპარტამენტი შეიძინა.