საია „ელიტა ბურჯის“  ტერიტორიაზე შეუშვეს

საია „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე შეუშვეს

კომპანია „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე პოლიციამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები შეუშვა.  გაგი მოსიაშვილი და კახა კოჟორიძე „ელიტ ბურჯის“ ინტერესებს დაიცავენ.

საიას ადვოკატები კომპანიის ოფისთან დაახლოებით 3 საათის წინ მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე, მათ პოლიცია შენობაში არ უშვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინეს ორდერი, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს კომპანიის ინტერესების დაცვა.

„ელიტა ბურჯში“ ვითარება, ამ დრომდე უცვლელი რჩება.  ტერიტორიის პერიმეტრზე კვლავ დგანან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.