კონტროლის პალატის ცნობით „ქართულმა ოცნებამ“ 43 923,50 ლარის შემოწირულობა მიიღო

კონტროლის პალატის ცნობით „ქართულმა ოცნებამ“ 43 923,50 ლარის შემოწირულობა მიიღო

საართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" 43 923,50 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. 

ამის შესახებ ინფორმაცია შესაბამისმა უწყებამ გაავრცელა, რომელიც  პოლიტიკური გაერთიანებების მიერ 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში მიღებული შემოწირულებების შესახებ  ინფორმაციას მოიცავს.

 აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ პარტიას ფიზიკურმა პირმა ნოდარ ხადურმა, 31 მაისს 11 361 ათასი ლარი გადაურიცხა. იმავე დღეს "ქართულმა ოცნებამ" პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძისგან 10 562,50 ლარი მიიღო, ფიზიკური პირი თემურ კობახიძისგან კი - 2 000 ლარი. 11 ივნისს ბიძინა ივანიშვილის პარტიას ზურაბ აზმაიფარაშვილმა 20 000 ლარი შესწირა, ხოლო სალომე ქარდავამ - 6,46 ლარი. 

 პოლიტიკური გაერთიანებების მიერ 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში მიღებული შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.