ფონდი ქომაგის ინფორმაციით, მათი სახელით საზოგადოებაზე უცნობი პირები სპეკულირებენ

ფონდი ქომაგის ინფორმაციით, მათი სახელით საზოგადოებაზე უცნობი პირები სპეკულირებენ

ფონდი "ქომაგი" მისი სახელით პროვოკაციების განხორციელებაზე საუბრობს. ამის შესახებ ფონდმა დღეს საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მათი სახელით საზოგადოებაზე უცნობი პირები სპეკულირებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქომაგს" დღეს რამდენიმე მოქალაქემ დახმარების თხოვნით მიმართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათთან დაუდგენელი პირები მიდიოდნენ და მატერიალური დახმარების გაწევას სთავაზობდნენ.

„ქომაგი" ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დახმარების მსგავსი ფორმა ფონდის სამოქმედო გეგმაში არ შედის და ნებისმიერ მსგავს შემთხვევას, რომელიც განხორციელდა ან განხორციელდება, "ქომაგის" საქმიანობასთან კავშირი არ ექნება", - ნათქვამია განცხადებაში. 

ფონდი "ქომაგი" ყველა განმცხადებელს მოუწოდებს, არ აყვნენ ასეთი სახის პროვოკაციებს და "ქომაგის" სახელით მსგავსი სახით შეთავაზებული დახმარება არ მიიღონ.