პოლიტიკურმა პარტიამ, „თავისუფალმა საქართველომ“ დღეს ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა გამართა. პარტიამ ბათუმის ოლქში პარტიის კანდიდატად რამინ პაპიძე დაასახელა.
„თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, პაპიძე წლების მანძილზე საქმიანობდა სამართლის სფეროში. ის, როგორც ადვოკატი, მონაწილეობდა ისეთ გახმაურებულ საქმეებში, როგორიც როინ შავაძის მკვლელობის და 2011 წლის 21 მაისს ბათუმის ტელევიზიასთან მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის საქმეები იყო.
პარტიაში აცხადებენ, რომ რამინ პაპიძე ბათუმის ოლქში უალტერნატივო მაჟორიტარობის კანდიდატია.
აღნიშნული ღონისძიება ბათუმში დღეს გაიმართა.