ქსენია სობჩაკი რუსეთიდან მიდის

ქსენია სობჩაკი რუსეთიდან მიდის

სკანდალურმა ტელეწამყვანმა და ბოლო პერიოდში ცნობილმა ოპოზიციონერმა ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული რუსეთიდან წავიდეს.

„შეუძლებელია გაექცე იმ სიტუაციას, რაც ქვეყანაშია დღეს შექმნილი. შეგიძლია წახვიდე, განერიდო. შესაძლებელია, არსებულმა სიტუაციამ  მეც ამის გაკეთება მაიძულოს. ამას ნამდვილად არ გამოვრიცხვ“,-განაცხადა სობჩაკმა რადიო Finam FM-ის გადაცემაში.

სობჩაკის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას რუსეთის პროკურატურამ საზღვარგარეთის პასპორტიც წაიღო, თუმცა მისი ადვოკატის ჰენრი რეზინის ბრძოლის შემდეგ, პასპორტი დააბრუნეს.