ბაშარ ასადის დასახმარებლად მიმავალი რუსული „სასიკვდილო გემი“ უკან მოაბრუნეს

ბაშარ ასადის დასახმარებლად მიმავალი რუსული „სასიკვდილო გემი“ უკან მოაბრუნეს

„სირიისკენ მიმავალი რუსული სამხედრო გემი „ალაიდი“, რომელსაც სასიკვდილო“ უწოდეს, იძულებული გახდა უკან მობრუნებულიყო“,-წერს Daily Telegraph.

ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ  Standard Club-მა სირიისკენ მიმავალ გემს „ალაიდს“ და სხვა გემებს, რომლებიც რუსული გემების კომპანიის „ფემკოს“ კუთვნილებაშია, დაზღვევა მოუხსნა, რის შედეგადაც ლაინერი იძულებული გახდა რუსეთში გაბრუნებულიყო.

Daily Telegraph-ის ინფორმაციით, სირიისკენ მიმავალი გემი შოტლანდიის ნაპირიდან 50 მილის მანძილზე იმყოფებოდა, როდესაც Standard Club-ის ბრძანებამ მოუსწრო.

Independent-ის ინფორმაციით, “ალაიდზე“ სავარაუდოდ ათეული შვეულმფრენი Ми-25 იყო, რომელსაც „მფრინავ ტანკებსაც“ უწოდებენ. „ ეს მოდელი გახლავთ ეშმაკისეული მოწყობილობა, რომლის ერთადერთი დანიშნულებაცაა განადგურება“,- წერს გამოცემა.