ქსენია სობჩაკი: რამდენი წელია ჩემს დეკლარაციაში მილიონ დოლარზე ნაკლები არ მითითებულა

ქსენია სობჩაკი: რამდენი წელია ჩემს დეკლარაციაში მილიონ დოლარზე ნაკლები არ მითითებულა

ცნობილმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა Twitter-ზე საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ სულ მალე გაზეთ „იზვესტიას“ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, რომელმაც სობჩაკი შემოსავლების დამალვასა და დეკლარაციაში 10-ჯერ ნაკლები ციფრის ჩაწერაში დაადანაშაულა.

„რეზნიკთან ერთად სასამართლოში სარჩელს შევიტან და „იზვესტიის“ წინააღმდეგ საქმეს აღვძრავთ. წელიწადზე მეტია ჩემი შემოსავლები მილიონ დოლარზე ნაკლები არ ყოფილა, ყველაფერი კი დეკლარაციაში მაქვს მითითებული, ხოლო გაზეთის ფორმულირება „საგადასახოს ანონიმი წარმომადგენლის განცხადება“ ეს იგივეა, რაც განვაცხადოთ, ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით...სამწუხაროა, გაზეთი „იზვესტია“ გაბრელიანოვის ხელში ლაიფნიუსის ფილიალი გახდა“,- წერს ქსენია სობჩაკი.   

გაზეთ „იზვესტიის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით , სადაც „საგადასახოს ანონიმი წარმოამდგენლის“ განცხადებაზე დაყრდნობით, სტატიის ავტორი წერს, რომ ქსენია სობჩაკი „როსია 1“-ის, „მუზ ტვ“- სა და რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს მალავს და გადასახადებს არ იხდის. „სობჩაკის ხელფასი 5-6 მილიონ რუბლს შეადგენს, იმ თანხის შესაგროვებლად კი, რაც პროკურატურამ სობჩაკის ბინიდან ამოიღო, ტელეწამყვანს 10 წელი დასჭირდებოდა“,-წერს გაზეთი.