ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას საქართველო- რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა.
ბასმა ყურადღება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მიერ,მათდამი შეთავაზებული ნეიტრალური პასპორტია.
ბასის განცხდებით, საზოგადოებრივი კვლევები ადასტურებს, რომ ქართველების დიდ ნაწილს სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიების ხარჯზე ეს არ უნდა მოხდეს.
„აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი, ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება და ეს რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს. საქართველოს მხრიდან, უფრო მეტად არის გაგებული რუსეთში მიმდინარე პროცესები, ვიდრე რუსეთის მიერ, თუ რა ხდება საქართველოში“, - განაცხადა ბასმა.