ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში, სასოფლო-სამეურენო დანიშნულების ტექნიკის ცენტრში სამუშაოს შესრულების დროს 23 წლის ილია დარბაიძე დაიღუპა.
ახალგაზრდა სხვა მუშებთან ერთად საევკუაციო მანქანიდან ტრაქტორს ტვირთავდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას ფეხი დაუცურდა და გუთრანს გულმკერდით დაეცა. დაირბაიძემ სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. დარბაიძის დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ადმინისტრაცია გაიღებს.