“გლადიატორში” გაპარული შეცდომები

“გლადიატორში” გაპარული შეცდომები

შეცდომებისაგან დაზღვეული არავინ ვართ და ეს ნაკლი ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ მხარეს შეეხება. შეცდომებს უშვებენ პოლიტიკოსები, მეცნიერები, სპორტსმენები, კულტურის მოღვაწეები და უბრალო ადამიანებიც. გაგიკვირდებათ და კინოსამყაროშიც ხშირად, მრავალი უზუსტობები ან უყურადღებობით გაპარული ლაფსუსები გვხვდება. მხატვრული ფილმი გადაღების დროს განსაკუთრებულ ფაქიზ მიდგომას მოითხოვს. თუ სურათი ისტორიული ჟანრისაა, მასში ზუსტად ასახული უნდა იყოს იმდროინდელი რეალობა, რაც გადაღების მიმდინარეობისას, უშუალოდ შემოქმედებითი ჯგუფის გარდა, პროფესიონალი ისტორიკოსების ჩართვასაც გულისხმობს. ამის გარდა ნებისმიერი სათამაშო ეპიზოდი რამდენიმე დუბლისაგან შედგება და მრავალი უზუსტობაც, სწორედ რომ ამ დროს იპარება.

 

გუშინ სურათში “ტიტანიკი” გაპარული შეცდომები გაგაცანით. დღეს უკვე ფილმი “გლადიატორის” რიგი მოვიდა.

 

 

1. როდესაც მარკოსი სახლში ბრუნდება, ხორბლის მინდორზე კარგად ჩანს ტრაქტორის ნაკვალევი.

 

2. გლადიატორების პირველი ორთაბრძოლისას ხშირად იცვლება ამინდი, თოვლი ხან მოდის, ხან—არა, ხანაც მზე ანათებს.

 

3. სცენაში, სადაც ორი სენატორი ტავერნაში ზის, მათ წინ ქარვის ჭიქები დგას, ამგვარი ჭიქები კი იმ დროს უბრალოდ არ არსებობდა.

 

4. ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს, როდესაც კამოდი და მარკოსი ხანჯლებს ატრიალებენ, მაყურებელი ადვილად ხვდება, რომ ისინი რეზინისგანაა დამზადებული.

 

5. იმ კადრში, სადაც ლუცილიის სახე ახლოდანაა წარმოდგენილი, კარგად ვხედავთ თვალში ჩადგმულ ლინზებს.

 

6.კოლიზეუმში პირველი ბრძოლის დროს ხმალზე სისხლის ნაკვალევი ჩანს, რომელიც მეორე კადრის დროს ქრება, შემდეგ კი ისევ ჩნდება.

 

7. ორი არმიის შეტაკებისას, კადრის ცენტრში მოჩანს ორი რომაელი ლეგიონერი, რომლებიც ერთი გემრიელად ხარხარებენ სისხლიანი ბრძოლის

დროს და საერთო ომში მონაწილეობას არ იღებენ. აქედან ლოგიკური დასკვნა: გადაღებების დროს ხშირად არის უკონტროლო სიტუაციები.

 

8. ფილმის ფინალური ორთაბრძოლის წინ, როდესაც კამოდი მარკოს დაჭრის, ორიოდე წამის შემდეგ, მომდევნო კადრში ეს ჭრილობა არც კი ჩანს, ხოლო რამდენიმე წამში ხელახლა ჩნდება.