ჯორჯ კლუნის კულინარული ტალანტი აღმოაჩნდა

ჯორჯ კლუნის კულინარული ტალანტი აღმოაჩნდა

ცნობილ ამერიკელ მსახიობს ჯორჯ კლუნის სხვა მრავალ ღირსებასთან ერთად კულინარის ნიჭიც აღმოაჩნდა.

 

რამდენიმე დღის წინ მისტერ ჯორჯმა ოცდაათ სტუმარს უმასპინძლა და საკუთარი ხელით მომზადებული ინდაურით გაუმასპინძლდა.

 

ამ მეტად საპასუხისმგებლო ღონისძიების შემდეგ კლუნი დევიდ ლეტერმანის თოქ-შოუს დაესწრო და სიამოვნებით გაუმხილა მაყურებელს კულინარული ხელოვნების წვრილმანი საიდუმლოებანი.

 

მსახიობმა აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს სამზარეულოში ტრიალი, მაგრამ მის მიერ მომზადებული კერძები, პირველ ყოვლისა, სასარგებლო და სასურველია იმ გურმანებისთვის, ვინც ჯანმრთელი ცხოვრების წესს ირჩევს.