სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით ბოლო სხდომა გაიმართა

სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით ბოლო სხდომა გაიმართა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით, დღეს ბოლო სხდომა გამართა, რომელზედაც  მოსამართლეებმა მხარეთა შემაჯამებელი გამოსვლა მოისმინეს და საქმე ბოლომდე შეისწავლეს.

ევროსასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე თვეში შეიკრიბება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის,  თინა ბურჯალიანის განცხადებით,  რუსეთის ფედერაციას დღეს ახალი არაფერი უთქვამს.

„რუსეთის ფედერაციას დღეს ახალი არაფერი უთქვამს. სიტყვა-სიტყვით გაიმეორეს ის არგუმენტები, რაც წინა ზეპირ განხილვაზე ანუ 2009 წელს წარმოადგინეს“, - განაცხადა ბურჯალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 2006 წელს რუსეთის ტერიტორიზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევას, კერძოდ კი, ეთნიკური ნიშნით მასობრივ დაკავებას, არასათანდო მოპყრობასა და დეპორტაციას ეხება.

ქართული მხარის პოზიციით, 2006 წელს რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.

რუსეთი არ ეთანხმება საქართველოს პოზიციას და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ რეპრესიული ხასიათის ღონისძიებები არ გაუტარებია.