უცნობი “ტიტანიკი”

უცნობი “ტიტანიკი”

რამდენიმე ხნის წინ ამერიკელმა კრიტიკოსებმა  ერთი “ორიგინალური” ნაშრომი გამოუშვეს. ამ წიგნში  სხვადასხვა ცნობილი ფილმების გადაღებების დროს გაპარული უზუსტობებია აღრიცხული. ყველა მათგანის ჩამოთვლა დიდ დროსა და ადგილს დაიკავებდა, ამიტომ ამჟამად მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი  კინოსურათი “ტიტანიკით” შემოვიფარგლოთ.

 

ეს არჩევანი კი იმ მიზეზმა განაპირობა, რომ ეს ფილმი ყველა ჩვენთაგანს ბევრჯერ აქვს ნანახი და თუ მათი ხილვის საშუალება კიდევ ერთხელ მოგეცემათ, ქვემოთ მოყვანილ მაგალითებს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ.

 

 

1. როცა მგზავრები “ტიტანიკზე” ადიან დიდი უზუსტობაა დაშვებული, რადგან გემზე თავდაპირველად ჯერ მესამე კლასის მგზავრები ადიოდნენ, ხოლო შემდეგ პირველი კლასის. ფილმში სამწუხაროდ ყველაფერი პირიქითაა გადაღებული.

 

2. ჰიმნში, რომელსაც “ტიტანიკის” ორკესტრი ასრულებს, გამოყენებულია რობერტ ნელსონ სპენსერის მიერ დაწერილი ორი სტროფი. ეს ლექსი კი 1937 წელს დაიწერა.

 

3. ლეონარდო დი კაპრიოს გმირი ერთ-ერთ საღამოზე ნათხოვარ კოსტიუმში გამოცხადდება, რომლის ღილები ფირმა “კინგსდრიუს” ეკუთვნის. ეს ფირმა მხოლოდ 1992 წელს დაარსდა.

 

4. სურათები, რომლებიც კეიტ უინსლეტის გმირს, როუზს მიაქვს ამერიკაში - პიკასოს “ქალბატონები ავინიონიდან” და ასევე პიკასოს “წყლის შროშანები” შეუძლებელია რომ იმ დროს არსებულიყო, რადგან ისინი შექმნილი ჯერ არ იყო.

 

5. იმ ეპიზოდში, სადაც როუზი და ჯეკი გემბანზე სეირნობენ, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი როუზს გადაარჩენს, კადრში მოჩანს ნაპირზე მდებარე ბორცვი, რომელზეც რაღაც ნაგებობაა. “ტიტანიკის” იმ პერიოდის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო.

 

6. ჯეკი ირწმუნებოდა, რომ სანტა მონიკაში მდებარე კაშხალზე ნამყოფი იყო და ზამთარში ვისოტის ტბაზე უთევზავია. საინტერესოა, რომ ორივე ეს ადგილი “ტიტანიკის” ჩაძირვიდან დიდი ხნის შემდეგ იქნა დაარსებული.