რობერტ დე ნირო მწვრთნელის როლში

რობერტ დე ნირო მწვრთნელის როლში

ცნობილი ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო უხლოეს დღეებში ახალ პროექტზე მუშაობას შეუდგება. მსახიობი შეასრულებს ლეგენდარული მწვრთნელი ვინს ლომბარდის როლს ბიოგრაფიულ სპორტულ დრამაში “ლომბარდი”.

 

ამ სურათის სცენარი კინოდრამატურგ ერიკ როტს ეკუთვნის.

 

ფილმში მოთხრობილი იქნება ვინს ლომბარდის შესახებ, რომელმაც 1959-დან 1967 წლამდე შეძლო ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ყველაზე ცუდი გუნდი “Green Bay Packers”-ი ხუთგზის ჩემპიონად ექცია ამერიკულ ფეხბურთში. ფილმის ეკრანებზე ჩვენება 2012 წლის ზაფხულშია ნავარაუდევი.

 

დე ნირო დაინტერესდა, აგრეთვე, სტუდია “Universal”-ის იდეით, შექმნას სიქველი 1988 წელს გადაღებული კომედიური ბოევიკისა “მოასწრო შუაღამემდე”.

 

ამ ფილმის ორიგინალურ ვერსიაში რობერტ დე ნირომ ითამაშა “თავებზე მონადირე”, რომელსაც ავალებენ მთელი ქვეყნის გავლით, ჩაიყვანოს დანიშნულების ადგილზე გაქნილი ბუღალტერი, რომელმაც მაფიას დიდი თანხა “მოუტეხა”.

 

გაგრძელებისათვის სცენარის დაწერა ტიმოთი დაულინგს დაავალეს. ვარაუდობენ, რომ დე ნიროს პარტნიორი ახლ ფილმში ერთ-ერთი პოპულარული ახალგაზრდა კომიკოსი გახდება.