ცოტა ხნის წინ, ცნობილ ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს ბარბარა სტრეიზანდს ლას-ვეგასის ერთ-ერთმა კაზინომ სამწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 100 მილიონი დოლარი შესთავაზა.
69 წლის სტრეიზანდმა არ ისურვა გაჰყოლოდა კოლეგების, შერის, სელინ დიონისა და ბეტ მიდლერის კვალს, რომლებიც სიამოვნებით გამოდიან გასართობი თამაშების დედაქალაქში. ბარბარას სელინ დიონი უნდა შეეცვალა, რომელსაც კონტრაქტის ვადა ამოეწურა.
“სასაცილო გოგონას” უარის შემდეგ სელინ დიონმა ახალი კონტრაქტი გააფორმა და მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან სამი წლის განმავლობაში 70 კონცერტს ჩაატარებს. ჰონორარის სახით დიონი 100 მილიონ დოლარს მიიღებს.
თავად ბარბარა სტრეიზანდი ამჟამად მსოფლიო საგასტროლო ტურნესათვის ემზადება, რომელიც აგვისტოს დასასრულს დაიწყება და ნახევარ წელს გასტანს.