11 თვის ქალიშვილის შენახვა დევიდ ბექჰემს ძალიან ძვირი უჯდება

11 თვის ქალიშვილის შენახვა დევიდ ბექჰემს ძალიან ძვირი უჯდება

დევიდ ბექჰემი, ერთ-ერთი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მისი შემოსავალი ყოვეწლიურად 160 მილიონ ფუნტს შეადგენს. ცოტა ხნის წინ,  The Today Show-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბექჰემმა გაამხილა, რომ დღითი-დღე უფრო მეტი მუშაობა უწევს, იმისათვის, რომ 11 თვის ქალიშვილი საუკეთესო ცხოვრებით უზრუნველყოს.

ფეხბურთელი ამბობს, რომ პატარას ჰარპერ ბექჰემს, დედამისივით, მხოლოდ ძვირადღირებული ნივთები მოსწონს. მისი დაბადების მომენტიდან ბექჰემების ოჯახში ყველაფერი შეიცვალა. გოგონას დაბადებამდე დევიდი ვერც წარმოიდგენდა, რომ ჰარპერის გარდერობში ამდენი ძვირფასი დიზაინერული ნამუშევარი იქნებოდა თავმოყრილი.

მართალია, 11თვის ჰარპერი ძალიან მოდური გოგოა და გასავლებიც ბევრი აქვს, მაგრამ სულ რაღაც ერთი თვის წინ, ოჯახს მან პირველი შემოსავალიც შემოუტანა. საბავშვო ტანსაცმლის ერთ-ერთმა  მწარმოებელმა ფირმამ მასთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა. გოგონამ კონტრაქტიც გააფორმა და ჰონორარის სახით, არც მეტი, არც ნაკლები 1 მილიონ ამერიკულ დოლარი მიიღო.

„ოღონდ გვარად ბექჰემი იყოს და მის ასაკს მნიშვნელობა არა აქვს!“ - როგორც ჩანს სწორედ ასეთი პრინციპით მუშაობს ზოგიერთი ცნობილი კომპანიის სარეკლამო ჯგუფი.