ზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა

ზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ცისკარიძესთან ერთად სანქციები რუსეთის კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე 20 ადამიანს შეეხო. მათ უკრაინაში ჩასვლა 10 წლით აეკრძალათ.

გარდა ამისა, ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, დასანქცირებულ ადამიანებს უკრაინის ტერიტორიაზე არსებული აქტივებს ბლოკირება, ლიცენზიების გაუქმება, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის გადაცემა, სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა შეეხებათ. მათ აგრეთვე უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთმევათ.

ლაზი ცისკარიძე ნამდვილი ხელოვანია. ზელენსკისთანა ტაკიმასხარისაგან, მას სანქცია ვერაფერს დააკლებს. ისე მაგ საცოდავს უკრაინაში მებრძოლი ქართველებიღა დარჩა დაუსანქცირებელი და მაგათაც მოუძებნის მიზეზს, მაგალითად, ომი რატომ არ მომაგებინეთო.
17 საათის უკან