ჰილარი კლინტონი ქართველ ქალებს პოლიტიკაში გააქტიურებისკენ მოუწოდებს

ჰილარი კლინტონი ქართველ ქალებს პოლიტიკაში გააქტიურებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ქართველ ქალებს პოლიტიკაში გააქტიურების თხოვნით მიმართავს. კლინტონმა ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პოლიტიკაში ქალთა როლზე გაამახვილა ყურადღება.

„მე მივესალმები პარლამენტის როლს, რომ უფრო მეტი ქალი ჩართონ პოლიტიკაში. ასე ქვეყანა უფრო გაძლიერდება, როცა ქალებს ექნებათ საშუალება, მეტი უფლება ჰქონდეთ საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებაში,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სურვილი გამოთქვა, რათა საქართველოს დაეხმაროს, რომ მან გაზარდოს ეკონომიკური შესაძლებლობები ქალებისთვის, უმცირესობებისთვისა და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ეკონომიკური პროგრესისგან მივიწყებულები არიან.

„ძალიან გამიხარდა რეგიონალურ ქალ მეწარმეთა კონფერენციის შესახებ რომ შევიტყვე. მან ბიძგი მისცა ქართველ ქალებს ბიზნესში აქტიურად ჩართულიყვნენ. ეს ჭკვიანური მიდგომაა და ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ ინოვაციური გზები იპოვოს, რათა ქალებსა და უმცირესეობებს, თანაბარი როლი ჰქონდეთ საქართველოს განვითარებაში,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.