მელ გიბსონის მამამ განქორწინება 93 წლის ასაკში გადაწყვიტა

მელ გიბსონის მამამ განქორწინება 93 წლის ასაკში გადაწყვიტა

ჰოლივუდის მსახიობისა და რეჟისორის მელ გიბსონის მამამ, ჰატტონ გიბსონმა განქორწინება გადაწყვიტა. გაყრის მიზეზი მეუღლესთან შეთავსებლობა გახდა. მელ გიბსონის მამა 93 წლისაა, მისი მეუღლე ტედი ჯოი კი,  მასზე 20 წლით უმცროსი.

წყვილს ივნისი დასაწყისში ქორწინების იუბილე ჰქონდათ დაგეგმილი. განქორწინებაზე საბუთები ჰატტონმა  28 მაისს შეიტანა.

ჰატტონი და ტედი 2002 წელს დაქორწინდნენ. ჰატტონის პირველი ცოლის ანას, (მელის დედა) გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ. მეორე ქორწინებიდან ჰატტონს შვილი არ ეყოლა, თუმცა ანასგან მას 10 შვილი და 50-მდე შვილიშვილი ჰყავს.  აღსანიშნავია, რომ მელის მამამ განქორწინების გადაწყვეტილება კათოლიციზმის მიუხედავად მიიღო.

საერთოდ, ხმაურიანი განქორწინებები გიბსონების ოჯახში ტრადიციად იქცა. წელიწადნახევრის წინ კალიფორნიის შტატის სასამართლომ  მელ გიბსონისა და მისი მეუღლის რობინ გიბსონის განქორწინების საქმე გადაწყვიტა.  წყვილი 28 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაიყარა, მიზეზი ღალატი იყო. 54 წლის მსახიობმა მეუღლეს ოკსანა გრიგორევასთან უღალატა. მელსა და რობინს შვიდი საერთო შვილი ჰყავდათ.

არც ოქსანასა და მელს უცხოვრიათ „დიდხანს და ბედნიერად“ 2010 წელს გიბსონი მასაც დაშორდა. მისგან ქალიშვილი ლუსი ეყოლა, რომელსაც ხმაურიანი განქორწინების შემდეგ  ალიმენტის სახით ყოველთვიურად 5-დან 20 ათასი დოლარს უხდის.