ლინდსი ლოჰანის პირველი კადრები „ელიზაბედ ტეილორიდან“ (VIDEO)

ლინდსი ლოჰანის პირველი კადრები „ელიზაბედ ტეილორიდან“ (VIDEO)

2011 წლის ბოლოს ამერიკელმა პროდიუსერებმა, სკანდალური ლინდსი ლოჰანი ახალგაზრდა ელიზაბეტ ტეილორის როლზე დაამტკიცეს, რასაც ჰოლივუდურ კულვარებში დიდი მითქმა-მოთქმაც მოჰყვა. როგორც ჩანს, „კინოშნიკები“არ შემცდარან და ამას ფილმიდან გავრცელებული პირველი კადრები მოწმობს, სადაც ლინდსი ტეილორის როლში შესანიშნავად გამოიყურება.

ფილმის გადაღებები, ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა პროდიუსერებმა მოასწრეს გულშემატკივრებისთვის რამდენიმე კადრი ეჩვენებინათ. ფოტოებზე ჩანს, რომ ლინდსი მშვენივრად ზის ტეილორის როლში. ლეგენდარული მსახიობის მაკიაჟით, საფირმო ვარცხნილობით და რაც მთავარია ემოციებით, რომელიც ამ ერთ კადრშიც იგრძნობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ლინდსი დავალებას თავს მშვენივრად ართმევს.