თელავის დრამატული თეატრის მმართველად პაატა გულიაშვილი დაინიშნა

თელავის დრამატული თეატრის მმართველად პაატა გულიაშვილი დაინიშნა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობას მსახიობი პაატა გულიაშვილი დაიკავებს.  კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვიანიშვილი თეატრის თანამშრომლებსა და მსახიობებს პაატა გულიაშვილს დღეს წარუდგენს.

შეგახსენებთ, თელავის დრამატულ თეატრს  2010  წლიდან დუტა სხირტლაძე ხელმძღვანელობდა. ის თანამდებობიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ თანამდებობიდან მიმდინარე წლის მაისში გაათავისუფლა. თელავის თეატრი, ბოლო 8 თვის განმავლობაში, პარალიზებული იყო. დუტა სხირტლაძის წინააღმდეგ თელავის რაიონული სასამართლო, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, თეატრის რამდენიმე თანამშრომლის საჩივარს დღემდე იხილავს.