რიგით მესამე Kavkaz Jazz Festival-ი თბილისში ხვალ გაიხსნება

რიგით მესამე Kavkaz Jazz Festival-ი თბილისში ხვალ გაიხსნება

ხვალ, თბილისი რიგით მესამე Kavkaz Jazz Festival -ს  უმასპინძლებს. ჯაზ-ფესტივალი 6-იდან 9 ივნისამდე ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ავსტრიის მუსიკოსები. ფესტივალის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით,  გერმანულ ჯაზისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართება.

Kavkaz Jazz  სხვა მსგავსი პროექტებისაგან   იმით გამოირჩევა, რომ ის არაკომერციული ჯაზ-ფესტივალია და საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს.

საერთაშორისო ახალგაზრდული ჯაზ-ფესტივალი,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით  ტარდება. Kavkaz Jazz - ის მიზანია ხელი შეუწყოს ამ ჟანრის განვითარებას ამიერკავკასიაში.