„ეშმაკს აცვია პრადა“- რომანი გრძელდება (VIDEO)

„ეშმაკს აცვია პრადა“- რომანი გრძელდება (VIDEO)

ლორენ ვაისბერგერი, ავტორი ბესტსელერისა The Devil Wears Prada, რომანის მეორე ნაწილზე მუშაობას იწყებს.

ათი წლის შემდეგ, ლორენ ვაისბერგერი იუწყება, რომ წერს წიგნს, სახელწოდებით,- Revenge Wears Prada: The Devil Returns. წიგნი სავარაუდოდ 2013 წლისთვის გამოვა. მისი პირველი ნაწილი კი 2003 წელს დაიბეჭდა.

2006 წელს, ამ რომანის მიხედვით გადაიღეს ყველასთვის ცნობილი ფილმი „ეშმაკს აცვია პრადა“ .  ფილმში მონაწილეობდნენ ენ ჰეტევეი და ოსკაროსანი მერლინ სტიპი.

ენის გმირი ფილმში, ანდრეა ერთი პროვინციელი გოგონაა, რომელიც ოცნებობს ჟურნალისტი გახდეს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოდის ჟურნალ VOUGE-ს რედაქტორის, მირანდას (მერილ სიტიპი) თანაშემწედ იწყებს მუშაობას. ანდრეა ყოველთვის ოცნებობდა ასეთ სამუშაოზე, მაგრამ მან არ იცოდა რის გამოვლა წარმატების გზაზე...

ფილმიც,  რომანის მსგავსად, ძალიან  წარმატებული აღმოჩნდა. მართალია, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, მაგრამ რომანის მეორე ნაწილის გამოსვლის შემდეგ, შესაძლოა ფილმის სიკველიც გადაიღონ, რაც ძალიან ბევრი მაყურებლისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.