ამერიკის მეგობართა კლუბი ჰილარი კლინტონს სპეციალურ, მინიატურულ წიგნს გადასცემს

ამერიკის მეგობართა კლუბი ჰილარი კლინტონს სპეციალურ, მინიატურულ წიგნს გადასცემს

ამერიკის მეგობართა კლუბმა დაამზადა სპეციალური მინიატურული წიგნი ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის ჰილარი კლინტონის შესახებ. წიგნს  „ჰილარის ვიზიტები მსოფლიოში“ ჰქვია. ის საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან და ქართულ ამერიკული ურთიერთობების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა.

წიგნში შესულია 200-მდე ფოტომასალა სახელმწიფო მდივნის მსოფლიო ვიზიტების შესახებ. ასევე,  ქართულ-ამერიკული ქარტიის ტექსტი. მინიატურულ წიგნს ჰილარი კლინტონს ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი გადასცემს.