ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, „ვარსკვლავური ომებისა“ და „ინდიანა ჯონსის“ შემქმნელი ჯორჯ ლუკასი ჰოლივუდიდან მიდის. მან უკვე გადაწყვიტა დატოვოს თავისი კომპანია Lucasfilm.
რეჟისორმა განაცხადა, რომ თავის პატარა სახელოსნოში ექსპერიმენტალური, დაბალბიუჯეტიანი ფილმების გადაღებას დაიწყებს.
ჰოლივუდის, ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი კინოსტუდიის რეჟისორი და პროდიუსერი აცხადებს, რომ კომპანიაში თვისი შემცვლელი უკვე იპოვა.
„მთელი ცხოვრება Lucasfilm-ის აშენებას მივუძღვენი, მაგრამ ახლა, კონცენტრირება სხვა საქმეებზე უნდა მოვახდინო. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ საქმე ჩემი ხელიდან გადადის ისეთი ადამიანის ხელში, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩემი ცხოვრების მთავარი იდეის განსახორციელებლად, Lucasfilm-ის კეთილდღეობასა და წარმატებულ მომავალს ნიშნავს“,-აღნიშნავს ლუკასი.