მსოფლიო კინოეკრანებზე კიდევ ერთი ახალი ფილმი გამოდის, სახელწოდებით Rock Of Ages. ადამ შენკმენის მუსიკალურ დრამაში მთავარ როლებს,- ტომ კრუზი, კეტრინ ზეტა ჯონსი, ალეკ ბოლდვიუნი, რასელ ბრენდი, მალინ აკერმენი და სხვები ასრულებენ.
ფილმი 1980 წლის ბროდვეის მიუზიკლის ეკრანიზაციაა. ძირითადად მოქმედებები ჰოლივუდის ცნობილ როკ კლუბში ხდება. სახელად- „Rock of Ages“, რომელიც სანსეტ სტრიტზე მდებარეობს. იქერთმანეთს ხვდებიან ახალგაზრდა როკ მომღერალი, რომელსაც სახელის მოხვეჭა სურს და ერთი გოგონა, რომელიც ლოს ანჯელესში პატარა ქალაქიდან ოცნებების ასახდენად გადმოვიდა. როკ მომღერალსა და გოგონას შორის სიყვარული ჩნდება და სიუჟეტი შემდგომ ძალიან საინტერესოდ ვითარდება.
ფილმის ერთ-ერთმა მსახიობმა, რასელ ბრენდმა Rock Of Ages -ის გადაღებების პროცესზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გადაღებებზე 54 წლის პარტნიორისთვის, ალეკ ბოლდვინისთვის კოცნა მოუწია.
„გადაღებებზე მართლაც, მომიწია ალეკისთვის მეკოცნა და მინდა გითხრათ, ის შესანიშნავად „კოცნაობს“. ჩვენ ერთმანეთს ტუჩებში ვაკოცეთ, ეს ისეთი სექსუალური იყო,- ალეკი ხომ მიმზიდველი მამაკაცია. რა თქმა უნდა, არ ვნანობ ამას. უფრო მეტიც, თავიდანაც ვაკოცებდი სიკველს, რომ ვიღებდეთ. არა, რომც არ ვიღებდეთ ისეც არ ვიტყოდი უარს“,-ამბობს ბრენდი.