Windows 8 Release Preview - Windows 8  წინასწარი ვერსია დროზე ადრე გამოვიდა (VIDEO)

Windows 8 Release Preview - Windows 8 წინასწარი ვერსია დროზე ადრე გამოვიდა (VIDEO)

Windows 8 Release Preview - Windows 8-ის წინასწარი ვერსია, რომლის გამოსვლაც ივნისის პირველ კვირაში იყო დაგეგმილი ინტერნეტში ვადაზე ადრე მოხვდა. საოპერაციო სისტემა ჩინეთის მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი და ფაილის სახით  ჩინური ფორუმების და ტორენტ-საიტების საშუალებით გავრცელდა. საოპერაციო სისტემა მხოლოდ ჩინური ბაზრისთვისაა ხელმისაწვდომი და ჯერ-ჯერობით არაჩინურ ენოვანი მომხმარებლისთვის ტესტირებას ართულებს.

პროგრამის  ჩამოტვირთვა წარმატებით განხორციელდა და მისი მომხმარებლები  სისტემის მუშაობით კმაყოფილნი არიან.  საოპერაციო სისტემაში კვლავ გამოიყენება „ნახევრადგამჭვირვალე“ ფანჯრები და Aero-ს ინტერფეისის სხვა ელემენტები,  რომელთა ამოღების პირობაც Microsoft-მა ახლახანს დადო. თუმცა საოპერაციო სისტემის მთავარმა შემქმნელმა სტივენ სინოფსკიმ განაცხადა, რომ კომპანია Aero-ზე საბოლოოდ „რვიანის“ საფინალო ვერსიაში იტყვის უარს.

Microsoft-მა „რვიანის“ ორი წინასწარი ვერსია გამოუშვა. მესამე მათგანი მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გამოვა.  თუკი ინტერნეტში განთავსებული დისტრიბუტივი მართლაც Windows 8-ის წინასწარი ვერსიაა, უნდა ვივარაუდოთ,  რომ იგი ქსელში Microsoft-ის ერთ-ერთმა ჩინელმა პარტნიორმა „შეუშვა“.