დღეს, 20:00 საათზე, „თბილისის ფოტოფესტივალი 2012“-ის ფარგლებში ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით „სირია: მხილება“.
გამოფენა იმ ფოტოგრაფთა პატარა ჯგუფის ფოტოებს აერთიანებს, რომლებმაც უკანსკნელი თვეების განმავლობაში სირიაში მიმდინარე დრამატული პოლიტიკური მოვლენების განვითარების დოკუმენტირება შეძლეს, ზოგმა დიდი რისკის, ხოლო ზოგმა კი, სიცოცხლის ფასად, როგორც ეს ახალგაზრდა ფრანგი ფოტოჟურნალისტის რემი ოშლიკის შემთხვევაში მოხდა, რომელიც 22 თებერვალს ქალაქ ჰომსში ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებული ძალების მიერ უცხოელ ჟურნალისტთა პრესცენტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
გამოფენაზე რემი ოშლიკის ფოტოების გარდა, გამოფენილი იქნება ალესიო რომენცის, პოლ კონროის, უილიამ დენიელსის და უცნობი სირიელი ფოტოგრაფების ნამუშევრები.