დავით საგანელიძე : მიმინოშვილის გათავისუფლება  ერთი კაცის მიერ მიღებული გადაწყვეტლებაა და  ეს შაშკინი  არ იყო

დავით საგანელიძე : მიმინოშვილის გათავისუფლება ერთი კაცის მიერ მიღებული გადაწყვეტლებაა და ეს შაშკინი არ იყო

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტიის ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით საგანელიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილი დირექტორის, მაია მიმინოშვილის გათავისუფლებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს და აცხადებს, რომ ეს ერთი კაცის მიერ მიღებული გადაწყვეტლებაა და აქვე აღნიშნავს, რომ ეს ერთი კაცი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ იყო.
„ეს გაკეთებულია იმ აფექტის პირობებში, რომელი აფექტიც მისთვისაა დამახასიათებელი და ბუნებრივია, პრეზიდენტს ვგულისხმობ. შესაბამისად, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ასეთ ქმედებებს ყოველთვის დომინოს პრინციპი მოყვება. ასეთ შეცდომებს ადეკვატურად პასუხობს საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც ინერტულები არიან. სწორედ, ასეთი ხალხი იყო 27 მაისს და დარწმუნებული ვარ მათ კიდევდაკიდევ ბევრი შეუერთდება“, - განაცხადა საგანელიძემ.
საგანელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ეს ქმედება მათ აგონიაში ყოფნას ადასტურებს.
„დღევანდელი ხელისუფლება აგონიაშია, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაადექვატური ქმედება იყო, რაც მიმინოშვილის მიმართ განხორციელდა“, - განაცხადა საგანელიძემ.