„ბასტი-ბუბუს“ 20 წლის იუბილე

„ბასტი-ბუბუს“ 20 წლის იუბილე

 დღეს, „ბასტი-ბუბუს“ 20 წლის იუბილეა. ამ სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით,  19:00 საათზე,  თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება „ბასტი-ბუბუს“ გუნდის 20 საუკეთესო პროექტი და 20 ახალი საბავშვო სიმღერაც შესრულდება.

„ბასტი-ბუბუ“ ყოველთვიური საბავშვო მუსიკალური გადაცემა პირველი არხის ეთერში, პირველად 1992 წლის 10 მაისს  გავიდა.  სიტყვა „ბასტი-ბუბუ“ ქართულია და ჟრიამულს, ბავშვების მიერ გამოწვეულ აურზაურს ნიშნავს.