„ავერსის“ საჩუქარი თბილისის კრიზისული ცენტრის აღსაზრდელებს

„ავერსის“ საჩუქარი თბილისის კრიზისული ცენტრის აღსაზრდელებს

 დღეს,  ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ თბილისის კრიზისული ცენტრის აღსაზრდელებს დაუვიწყარ დღეს უმზადებს.  თბილისის კრიზისულ ცენტრში 33 აღსაზრდელია, მათ დღეს გასართობი ცენტრი „ბაო-ბაბი“ უმასპინძლებს. გასართობ ცენტში პატარებს უამრავი სიურპრიზი და თავგადასავალი ელით, რომელიც შემდეგ მთაწმინდის პარკში გაგრძელდება.

 თბილისის კრიზისული ცენტრის აღსაზრდელებს საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ ტრადიციულად გადასცემს პირველადი დახმარების მედიკამენტებს, ჰიგიენისა და სხეულის მოვლის საშუალებებს.  დღის დასასრულს კი „ავერსი“ კრიზისულ ცენტრს კომპიუტერებით დაასაჩუქრებს.   

„ავერსი“ ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს და მათ ჯანმრთელობასა და ბედნიერ ბავშვობას უსურვებს.