დავით საგანელძე: სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ქალაქებში კრიტიკული წერტილების ნუსხა უნდა შედგეს

დავით საგანელძე: სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ქალაქებში კრიტიკული წერტილების ნუსხა უნდა შედგეს

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე წყალდიდობების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული პროგრამის შექმნის ინიციატივით გამოდის. ის წყალდიდობისგან თავის დასაცავად საკრებულოსგან ახალი პროგრამის განსაზღვრას მოითხოვს და ქალაქში არსებული კრიტიკული წერტილების ნუსხის შედგენა აუცილებლად მიაჩნია.

„მაგალითად, აუცილებელია აღიწეროს  სად გუბდება წყალი, სად ცვივა ქვები, სად სჭირდება კოლექტორის დამატება და მერე დადგინდეს, თითოეულ ამ ადგილზე რა უნდა გაკეთდეს, რომ ქალაქი მომზადებული შეხვდეს წყალდიდობას და მომავალში ახალი უბედურების მოწმე არ გავხდეთ“,-განაცხადა საგანელძემ.

საგანელიძის განცხადებით,  ქალაქში წყალდიდობების შემთხვევაში,  კრიტიკული წერტილების ნუსხის შედგენა საკრებულოში არსებულ ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის სარეაბილიტაციო კომისიას უნდა დაევალოს.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ის პრეზიდენტის ფონდიდან უნდა განისაზღვროს, რომლის განკარგვაც და დანიშნულებაც ყველასთვის ბუნდოვანია.

„ის იხარჯება სხვადასხვა პიარ აქციებზე, კონცერტების მოწყობაზე და არა იმაზე რაზეც უნდა იხარჯებოდეს“,-განაცხადა საგანელძემ.

რაც შეეხება რეგიონებს,  საგანელიძის განცხადებით საქართველოსს ხვადასხვა კუთხეში ბევრგან მსგავსი პრობლემებია, ამიტომ მას ანალოგიური ნუსხის შედგენა ყველა რეგიონში აუცილებლად მიაჩნია.

„თუნდაც შეჩერდეს ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა, ასე დაჩქარებული წესით რომ შენდება და გამოთავისუფლებული  თანხა ამ  რეგიონებში პრევენციული მუშაობის ჩატარებას მოხმარდეს“,-განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ „დაზიანებული ობიექტების გამაგრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 26 მაისს ახალი პარლამენტის გახსნა ქუთაისში.“