სოზარ სუბარი: 6 მაისს, როცა პოლიცია  გორში ტაშფანდურს  მართავდა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში  ჩასასვლელი ბილიკები დაიკავეს

სოზარ სუბარი: 6 მაისს, როცა პოლიცია გორში ტაშფანდურს მართავდა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ჩასასვლელი ბილიკები დაიკავეს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ქართველებსა და ტურისტებს არ უშვებენ.

სუბარი ამ ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ,  მონასტრის ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან რაიმე პასუხი და ყურადღება არ მიუღიათ.

სუბარის თქმით, სოფლების მოსახლეობა, რომელიც  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექს ორი სხვადასხვა მხრიდან აკრავს ძალიან შეშფოთებულია.

სუბარის განცხადებითვე,  სიტუაციაში გასარკვევად ის კოალიციის სხვა ლიდერებთან, ზვიად ძიძიგურთან და ელისო ჩაფიძესთან ერთად დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში იმყოფებოდა.

„საზღვრების დემარკაცია საქართველოსა და აზრებაიჯანს შორის ჯერ არ მომხდარა, მაგრამ დღემდე არანაირი პრობლემა არ არსებობდა, რომ საქართველოს მოსახლეობას  იქნებოდა  ეს მრევლნი, მომლოცველები, ტურისტები თუ დამთავლიერებლები გადასულიყვნენ და   მონასტერი  მოენახულებიათ, ის ეკლესიები, სადაც ქართული ფრესკები ჯერ კიდევ შემორჩენილია“,-განაცხადა სუბარმა.

სუბარის განცხადებითვე,  6 მაისს, როცა საქართველოს პოლიცია  შინაგან საქმეთა მინისტრის  ხელმძღვანელობით  გორში ტაშფანდურს  მართავდა,  აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამოვიდნენ და მონასტერში ჩასასვლელი ბილიკები დაიკავეს, ორივე მხიდან  ჩაკეტეს და საქართველოს მოქალაქეებს იქ ჩასვლის საშუალებას აღარ აძლევენ.

„ეს მართალია, საზღვრის დემარკაციის გამო  არ მომხდარა, მაგრამ მსგავსი პრობლემა არასდროს  ყოფილა.  ეს შეიქმნა დღეს და   მიზეზი უცნობია. ჩვენ არ ვიცით საქართველოს ხელისფლებამ რაღაც დათმობები გააკეთა ამასთან დაკავშირებით თუ  ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი მესაზღვრეები იქ არ იდგნენ და ტერიტორია უმეთვალყურეოდ  იყო მიტუვებული“,-განაცხადა სუბარმა.

სუბარს მიაჩნია, რომ ამ ტერიტორიაზე ქართველი მესაზღვრეების ყოფნის შემთხვევაში ეს ფაქტი არ მოხდებოდა.

„ადგილობრივები ამბობენ,  ქართველი მესაზღვრეები აქ კვირაში ერთხელ თუ გამოჩნდებიან ხოლმე.  ისიც ჩაივლიან და ამბობენ, რომ ცხელა, ზაფხულში გველებია, ზამთარში ცივათ  და იქ ყოფნა არ სიამოვნობთ“,-განაცხადა სუბარმა.

სუბარის განცხადებითვე, ხელისუფლების მიერ  უაზროდ ფულის ხარჯვას ამ ტერიტორიაზე სასაზღვრო უწყების პუნქტის აშენება სჯობდა. 

„სასაზღვრო უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის შემადგენელი ნაწილია,  რომელიც ჩვენთვის გაურკვეველს ზეიმობდა, როცა  საქართველოს საზღვარზე გაურკვეველი  ვითარება იქმნებოდა“,-განაცხადა სუბარმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  დავით გარეჯთან დაკავშირებით პასუხს ხელისუფლებისგან ელოდება და მიმდინარე ნებისმიერი პროცესის ღიაობასა და გამჭვირვალებას მოითხოვს.

„კატეგორიულად მოვითხოვთ სამართლებრივ ჩარჩოში, რაც შეიძლება მალე,  დადებითდ გადაწყდეს ეს პრობლემა.  გამართონ მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ მხარესთან და თუ საზღვის დემარკაციის პრობლემაა მოლიაპაროკონ,  რომ როგორ აქამადე იყო, საქართველოს მოქალაქეებს  თუ სხვებს საზღვრის დემარკაციამდე სამონასტრო კომპელექსის მონახულების საშუალება ჰქონდეს“,-განაცხადა სუბარმა.