დემურ გიორხელიძე: კონფრონტაციულ ნიადაგზე „ნაბუქოს“ მასშტაბის გეოპოლიტიკური პროექტის რეალიზება შეუძლებელია

დემურ გიორხელიძე: კონფრონტაციულ ნიადაგზე „ნაბუქოს“ მასშტაბის გეოპოლიტიკური პროექტის რეალიზება შეუძლებელია

ეკონომიკის ექსპერტის დემურ გიორხელიძის განცხადებით,  კონფრონტაციულ ნიადაგზე  ისეთი დიდი მასშატბის გეო-პოლიტიკური პროექტის რეალიზაცია, როგორიც  „ნაბუქოა“, შეუძლებელია. მისი აზრით, საქართველო ყოველთვის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როცა ერთი დიდი ქვეყნის ინტერესების გამო მეორე დიდი ქვეყნის თანხმობის მირების მიზნით  წმინდა კონიუქტურული ხასიათის თამაშებში  მიიღებს მონაწილეობას.

„ნაბუქოს“ პროექტთან დაკავშირებით კრიტიკულად და ღიად გამოვთქვამდი ჩემს მოსაზრებებს წლების განმავლობაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროგნოზები გამართლდა. კონფრონტაციულ ნიადაგზე „ნაბუქოს“ მასშტაბის გეოპოლიტიკური პროექტის რეალიზება შეუძლებელია.

პროექტი თავიდანვე პოლიტიზირებული იყო და მისი არსი პროექტის მხარდამჭერი ქვეყნების მიერ, რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მცდარი იყო იმიტომ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ამ გაზსადენმა უნდა გაიაროს, შეუძლებელი იყო სტაბილური  სიტუაციების შექმნა. ამიტომაა პროექტი ახლა გადადებული,  ამიტომ იზრდება სწრაფად მისი საპროექტო გაანგარიშებების ხარჯები.

 „ჩრდილოეთის ნაკადი“ ამუშავდა და „სამხრეთ ნაკადის“ პერსპექტივა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, იგი ძალიან ხელსაყრელია ევროპისთვის და პირველ რიგში, ცენტრალური ევროპისთვის, რადგან რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები იცვლება. ეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის.

„ნაბუქო“ ვერ იქნებოდა სტრატეგიული პროექტი ევროპისთვის, რადგან იგი მხოლოდ მისი მოთხოვნილების 5%-ს დააკმაყოფილებდა.

მე, რა თქმა უნდა, მირჩევნია, ეს პროექტი ამუშავდეს, საქართველოზე გაიაროს და ქვეყანამ მოგება ნახოს. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ საქართველოს არც არავინ ეკითხება რაიმეს ამ პროექტის გადაწყვეტაში, ის თავის პოლიტიკას კონფრონტაციაზე აგებს და ეს ყოველთვის წამგებიანი პოზიციაა. ამერიკის, რუსეთისა და ევროპის ქვეყნები საჭიროების შემთხვევაში შეთანხმდებიან, რუსეთი ამ საკითხებში გვერდზე არ დარჩება, ნეოკონსერვატორების პოლიტიკამ კი კრახი განიცადა“,-აცხადებს გიორხელიძე.