შეტაკებებს რასტანში 30 ადამიანი ემსხვერპლა

შეტაკებებს რასტანში 30 ადამიანი ემსხვერპლა

როგორც სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები იუწყებიან, შეტაკებებს ქალაქ რასტანში  მინიმუმ 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 23 სამხედრო. დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი.

ბოლო კვირას სამთავრობო ძალების შეტევა აქტიურად ხორციელდება ქალაქ რასტანზე, მიუხედავად იმისა, რომ გაეროსა და არაბული ქვეყნების წარმომადგენლის კოფი ანანის მიერ შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის გეგმა ძალაში შევიდა ცეცხლი არ წყდება.

კვირას შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირები იყვნენ.

სირიის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს უცხოელი კორესპოდენტების მუშაობას, ამიტომაც ზუსტი ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება.

გაეროს შეფასებით, 2011 წლის მარტიდან სირიაში მინიმუმ 9 ათასი ადამიანი დაიღუპა. შაბათს, დამასკოს დაბომბვებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა აიღეს. დამკვირვებლები შიშობენ, რომ ექსტრემისტები, სირიაში შექმნილი ვითარებით აქტიურად სარგებლობას დაიწყებენ.