ანდერს ფოგ რასმუსენი: ჩიკაგოს სამიტი გაფართოების სამიტი არ იქნება

ანდერს ფოგ რასმუსენი: ჩიკაგოს სამიტი გაფართოების სამიტი არ იქნება

„ჩიკაგოს სამიტი გაფართოების სამიტი არ იქნება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს ბოლო წლებში.  ჩვენ ამას ვაღიარებთ სამიტის დეკლარაციაში. ჩვენ საქართველოს წვლილს ვაღიარებთ ძალიან მკაფიოდ.“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტთან საუბრისას.

ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, რომელიც 20-21 მაისს გაიმართება, საქართველო 3 მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩიკაგოში  საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში“, განაცხადა რასმუსენმა, რომლის განმარტებითაც, ერთ-ერთი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენელი, კერძოდ საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება, იქნება ნატოში გაწევრიანების ასპირანტი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.