იუსტიციის ახალ სახლში მოქალაქეები რამდენიმე უწყების სერვისით ისარგებლებენ

იუსტიციის ახალ სახლში მოქალაქეები რამდენიმე უწყების სერვისით ისარგებლებენ

თბილისის იუსტიციის სახლში, რომლის მშენებლობაც დედაქალაქის ცენტრში, სანაპიროზე მიმდინარეობს,  მოქალაქეებსშესაძლებლობა ექნებათ შსს-ს მომსახურების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურისა და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სერვისებით ისარგებლონ, მოსახლეობა ასევე შეძლებს სახელმწიფო სერვისები ავტომობილიდან გადაუსვლელად Just Drive - ის მეშვეობით მიიღოს.

 ამას გარდა, სიახლე იქნება Just Cafe, რომელშიც ორმაგ მომსახურებას შესთავაზებენ მომხმარებელს - ფინჯან ყავასთან ერთად, მას შეეძლება განაცხადის შევსება მისთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, რაშიც იქვე მყოფი ოპერატორი დაეხმარება.

4-სართულიანი შენობის საერთო ფართი 32 ათასი კვადრატული მეტრია.