მიხეილ სააკაშვილი: იუსტიციის სახლი დიდი უნივერმაღის მსგავსი იქნება

მიხეილ სააკაშვილი: იუსტიციის სახლი დიდი უნივერმაღის მსგავსი იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა თბილიში იუსტიციის სახლის მშებევლობის პროცესი მოინახულა და განაცხადა, რომ „იუსტიციის სახლი დიდი უნივერმაღის მსგავსი იქნება“.პროექტის თანახამდ, შენობა 4-სართულიანი იქნება, მისი საერთო ფართი კი 32 ათასი კვადრატული მეტრი.

„ეს მომსახურების ცენტრი საქართველოში ყველაზე გრანდიოზული და საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა და სამთავრობო შენობა იქნება, რომელიც ხალხს ცხოვრებას გაუმარტივებს. იუსტიციის სახლი დიდი უნივერმაღის მსგავსი იქნება, იმ განსხვავებით, რომ აქ მთავრობა მოემსახურება ხალხს და თავის უშუალო ფუნქციას შეასრულებს. მსგავსი რამ მსოფლიოში არსად არ არის. აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოვა ხალხი. მხოლოდ გასულ კვირას შვიდი დელეგაცია მივიღეთ მონღოლეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ეს ხალხი აქ იმისთვის ჩამოდის, რომ შეისწავლონ ჩვენი რეფორმები.  იმის გარდა, რომ ეს შენობა ძალიან საინტერესოა არქიტექტურული თვალსაზრისით, არის სიმბოლო იმ ისტორიული მშენებლობისა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.