ახალგორის რაიონის დროებით ხელმძღვანელად ალა ჯიოევას საარჩევნო შტაბის უფროსი დაინიშნა

ახალგორის რაიონის დროებით ხელმძღვანელად ალა ჯიოევას საარჩევნო შტაბის უფროსი დაინიშნა

ახალგორის დეფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად  დეფაქტო ცხინვალის მომავალი ვიცეპრემიერის ალა ჯიოევას საარჩევნო შტაბის უფროსი ჯემალ ჯიგკაევი დაინიშნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯიგკაევი მოვალეობას დროებით შეასრულებს. საუბარი იყო, რომ ახალგორის დეფაქტო ადმინისტრაციის უფროსად თიბილოვთან დაახლოებული ნოდარ ჩიგოევი უნდა დაენიშნათ, რომელიც ამჟამად ვლადიკავკაზში ცხოვრობს. როგორც ჩანს,  ცხინვალმა პოზიციები შეცვალა.

2012 წლის 27 აპრილიდან ახალგორს დეფაქტო გამგებელად სერგი სანაკოევი მუშაობდა, თუყმცა ისიც დროებითი შემსრულებული იყო.