ამინდის პროგნოზი ბრიტანელებს პრინცმა ჩარლზმა გააცნო (VIDEO)

ამინდის პროგნოზი ბრიტანელებს პრინცმა ჩარლზმა გააცნო (VIDEO)

მილიონობით ბრიტანელი მაყურებელი რამდენიმე საათის წინ, საინტერესო სანახაობის მომსწრე გახდა. მათი გაოცება, ღია ეთერში ამიდნის პროგნოზის წამყვანმა გამოიწვია. არც მეტი არც ნაკლები, BBC Scotland-ის ეთერის  წამყვანი პრინცი ჩარლზი იყო, რომელმაც ბრიტანეთის მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი პროგნოზი გააცნო.

პროგნოზის დაწყებისას, ტახტის მემკვიდრეს, მის უკან მდგარ ვიდეოსტენდზე სურათების პულტით მართვა გაუჭირდა. თუმცა დავალებას თავი საბოლოოდ წარმატებით გაართვა. პროგნოზს რამდენიმე სიტყვით საკუთარი აზრიც ჩაურთო და  BBC–ის გლაზგოს ოფისი კმაყოფილმა დატოვა.

ამის შემდეგ, ბრიტანელი მაყურებელი ამინდის პროგნოზის დაწყებას, ალბათ უფრო დიდი ინტერესით დაელოდება. თუმცა,  გამოჩნდება თუ არა,  BBC-ის ეთერში, პრინცი ისევ ამ ამპლუით ძნელი სათქმელია.