ნაფიცი მსაჯულის და მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოს შეცდომაში შეყვანა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

ნაფიცი მსაჯულის და მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოს შეცდომაში შეყვანა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

ნაფიცი მსაჯულის და მსაჯულობის კანდიდატის მიერ სასამართლოს შეცდომაში შეყვანა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ნაფიცი მსაჯულის სისხლის სამართლის წესით დასჯას ახალი ცვლილება ითავლისწინებს,  რომელიც ,,სისხლის სამართლის კოდექსში" შედის.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები უმრავლესობის წევრები  კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და პავლე კუბლაშვილი არიან.

ახალი ცვლილებით,სისხლის სამართლის კანონმდებლობას 367/2-ე მუხლი ემატება, რომლის თანახმად, ნაფიცი მსაჯულის ან მსაჯულობის კანდიდატის მიერ, მისი ნაფიც მსაჯულობასთან შეუთავსებლობის შესახებ სასამართლოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა, ან შეგნებულად მცდარი ინფორმაციის წარდგენა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა ისჯება და ეს ქმედებაც დაჯარიმებას ან თავისუფლების ვადით ორ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.