ლეონარდო დი კაპრიოს ახალი კინოროლი

ლეონარდო დი კაპრიოს ახალი კინოროლი

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო ამ დღეებში მონაწილეობას ღებულობს სურათი “ეშმაკი თეთრ ქალაქში” გადაღებებში. მსახიობი ვინმე ჰ. ჰ. ჰოლმსის როლს თამაშობს. ეს პიროვნება იმითაა ცნობილი, რომ სიცოცხლეს 27-დან 200-მდე ადამიანი გამოასალმა, თანაც უპირატესობას მარტოხელა ახალგაზრდა ქალებს ანიჭებდა.

 

ერიკ ლარსენის დოკუმენტური რომანი, რომელიც საფუძვლად დაედო სურათს, 2.3 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და 17 ენაზე ითარგმნა.

 

ფილმის მოქმედება ვითარდება 1893 წელს ჩიკაგოში გამართული მსოფლიო ბაზრობის დროს და მოგვითხრობს ორ ადამიანზე, რომელთაც უშუალოდ აქვთ კავშირი ამ მოვლენასთან. ერთი მათგანი არქიტექტორი დენიელ ჰ. ბერნემი გახლავთ, სწორედ მან ააშენა არა მარტო ეს ბაზრობა, არამედ მშვენიერი სასტუმროც მის გვერდით.

 

მეორე, დი კაპრიოს გმირი კი – სერიული მკვლელი ჰ. ჰ. ჰოლმსია, ერთი შეხედვით, მომხიბლავი ექიმი, სულ ადვილად რომ ახერხებდა თავის პოტენციურ მსხვერპლთა შეტყუებას ამ ოტელში.

 

ლარსენის ამ ნაწარმოებზე უკვე დიდი ხანია თვალი უჭირავთ წამყვან ჰოლივუდის სტუდიებს. ამ პროექტით თავის დროზე კეტრინ ბიგელოუ დაინტერესდა, მის დამუშავებაში მონაწილეობის მიღებას ცდილობდნენ ტომ კრუზი და პოლა ვაგნერიც.

 

საბოლოოდ  მისი ეკრანიზაციის უფლება კინოკომპანიებმა “Appian Way Prods”-მა და “Double Feature Films”-მა მოიპოვეს და ცოტა ხნის წინ მის განხორციელებასაც შეუდგნენ.