დღეს ბრეივიკის სასამართლო პროცესი განახლდება

დღეს ბრეივიკის სასამართლო პროცესი განახლდება

ნორვეგიაში სისხლიანი ტერაქტის ორგანიზებასა და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი დღეს  განახლდება. სასამართლო პროცესზე ტერაქტის შედეგად გარდაცვლილი ქართველი სტუდენტის , თამთა ლიპარტელიანის მამა, ავთანდილ ლიპარტელიანიც დაიკითხება. ის ნორვეგიაში 8 მაისს გაემგზავრა.

შარშან 22 ივლისს, კუნძულ უტოიაზე, ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, რომელიც ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტრაგედიაა,  77 ადამიანი დაიღუპა.

ტერაქტის დროს კუნძულზე თამთა ლიპარტელიანის გარდა კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი, ნათია ჩხეტიანიც იმყოფებოდა, რომელიც ტერაქტს გადაურჩა.

16 აპრილს დაწყებული პროცესი ამ თვეში სწორედ უტოიაზე განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება. სასამართლო დაღუპულების ახლობლებსა და გადარჩენილებს მოუსმენს.