მიხეილ სააკაშვილი:ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული რა მასშტაბის ტურისტული სასწაული კეთდება ახალციხეში

მიხეილ სააკაშვილი:ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული რა მასშტაბის ტურისტული სასწაული კეთდება ახალციხეში

"არბატის უბნის რეაბილიტაცია ახალციხელების სიღარიბიდან ორთქმავლით ამოყვანაა". - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს ახალციხეში არბატის ქუჩის სარეკონსტრუქციო სარებილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ძალიან მალე ახალციხე მთავარ ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა, რომელიც უკონკურენტო იქნება მთელს საქართველოში.

„მცხეთა ძალიან მაგარია, მესტია სასწაულია, ბევრი სხვა კარგი ადგილიც გვაქვს, მაგრამ ეს იქნება ტურისტებისთვის მოსანახულებლად მთავარი ცენტრი ყოველგვარი კონკურენტის გარეშე. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული რა მასშტაბის ტურისტული სასწაული კეთდება ახალციხეში. ყველაზე ღარიბი ხალხი ცხოვრობდა აქ და ცხოვრობს დღემდე. ეს არის ამ ხალხის ორთქმავლით ამოყვანა სიღარიბიდან. 5-10 წელი დასჭირდება აქ სიღარიბის დაძლევას, მაგრამ რაც მთავარია, საშველი გამოჩნდა" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.