ამერიკელი კინოს თემაზე მწერალი ჟურნალისტების ინფორმაციით, ცნობილ მსახიობ ალ პაჩინოს ამ დღეებში ერთდროულად ორ ფილმში იღებენ.
პირველი მათგანი ტრილერი “არბიტრაჟია”. ამ სურათის რეჟისორი ნიკოლას ჯარეკია. ეს პიროვნება ადრე სცენარისტი გახლდათ და “არბიტრაჟი” მისი სადებიუტო ნამუშევარია. ამ ახალ ფილმში ალ პაჩინოს პარტნიორობას მსახიობები ევა გრინი და სიუზან სარანდონი უწევენ.
სურათში პაჩინო ფინანსური მაგნატის როლში მოგვევლინება, რომელიც ცდილობს რომ ერთი საეჭვო გარიგება ბოლომდე მიიყვანოს.
ალ პაჩინოს მონაწილეობით განხორციელებული მეორე კინოპროექტის სახელწოდებაა “ქვის ხელები”. ეს ბიოგრაფიული სურათი ცნობილი მოკრივის, რობერტო დიურანის ცხოვრებას ეხება.
ამ ფილმის რეჟისორი ჯონათან იაკუბოვიჩია. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ, რობერტო დიუვალს მსახიობი გაელ გარსია ბერნალი განასახიერებს, ალ პაჩინო კი მოკრივის მწვრთნელის – რეი არსელის როლს შეასრულებს.
ამ ფილმის გადაღებები პანამაში, ფილმის გმირის სამშობლოში მიმდინარეობს.