ინდონეზიაში  რუსული  ლაინერი გაქრა

ინდონეზიაში რუსული ლაინერი გაქრა


ინდონეზიაში საავიაციო გამოფენაში მონაწილე უახლესი რუსული ლაინერი Superjet 100 რადარის ხედვიდან გაქრა და დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.თვითმფრინავი  საპრეზენტაციო ფრენას აზიის ტურის ფარგლებში ასრულებდა. ლაინერში 44 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან 8 ეკიპაჟის წევრია. არც ერთი მათგანი ტელეფონზე არ პასუხობს და არც სხვა რაიმე სახის კონტაქტზე გამოდის. ინდონეზიის მხარე თვითმფრინავის გატაცების სცენარს არ გამორიცხავს, რადგან ჩამოვარდნის შემთხვევაში ავარიული გადამცემი უნდა ამუშავებულიყო.

ასევე განიხილება, ცუდი ხილვადობის გამო,  მთებთან შეჯახების ვერსიაც, რასაც ამყარებს ის ფაქტი, რომ რადარებიდან გაუჩინარებამდე, ჯაკარტის აეროპორტიდან 1000 კმ-ის დაშორებით, ეკიპაჟმა  3000 კმ სიმაღლის შემცირება 2000 კმ-მდე მოითხოვა, რამდენიმე წუთში ის ინდონეზიის საჰაერო სივრცეში ჩაიკარგა.  ამ ტერიტორიაზე მთებია, რომელთა სიმაღლე 2000 კმ-ია. გარდა ამისა, ლაინერს ამ დორისთვის საწვავის მარაგი უკვე ამოწურული უნდა ჰქონდეს.

კავშირი თვითმფრინავთან ამ დრომდე ვერ მყარდება. ზოგიერთი სპეციალისტის ვარაუდით, Superjet 100-მა იძულებითი დაჯდომა განახორციელა.  გაუჩინარებული ლაინერის ძიების სამუშაოები ამ დრომდე მიმიდინარეობს.