ბილი ბობ ტორნტონი რეჟისურას უბრუნდება

ბილი ბობ ტორნტონი რეჟისურას უბრუნდება

ეს გადაწყვეტილება მსახიობმა მას შემდეგ მიიღო, როცა საბოლოოდ მიხვდა, რომ სამსახიობო კარიერა ძველებურად აღარ აკმაყოფილებს.

 

ტორნტონი ორჯერ იყო წარდგენილი “ოსკარზე” საუკეთესო მსახიობის ნომინაციით, მაგრამ სანუკვარი ჯილდო მხოლოდ ერთხელ დაისაკუთრა, ისიც თავისი პირველი სარეჟისორო ნამუშევრის “ალესილი სამართებლის” (1996) სცენარისათვის. ამ ფილმს დიდი წარმატება ერგო. შემდგომში მან კიდევ ორი სურათი გადაიღო, მაგრამ შედარებით მოკრძალებული გამოხმაურება დაიმსახურა.

 

ცოტა ხნის წინ, ტორნტონმა თავის თანაავტორთან – ტომ ეპერსონთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის “ფლოიდ კოლინზი”, რომლის მთავარი გმირი – სპელეოლოგი 1925 წელს გამოქვაბულში ჩარჩა და იძულებული იყო იქ 13 დღე გაეტარებინა.

 

ტორნტონი აპირებს თვითონ გახდეს ამ სურათის რეჟისორი და მთავარი როლიც ითამაშოს მასში.